მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბახმუტის დაცვა ომში ჩართული ორივე მხარის ძალას ასუსტებს - ბრიტანული დაზვერვა

 ოკუპანტებმა ბახმუტზე საჰაერო იერიში მიიტანეს

ბახმუტის დაცვა ასუსტებს ომში ჩართული ორივე მხარის ძალას, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური იუწყება. 

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის ადრინდელი შეტევების შემდეგ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში უკრაინელმა ჯარისკაცებმა, სავარაუდოდ, თავდაცვითი ხაზის გაძლიერება შეძლეს. 

ამავე ინფორმაციით, დაახლოებით 2 მარტს, რუსეთის თავდასხმის შედეგად ბახმუტში განადგურდა ხიდი, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლქვეშაა.

„უკრაინის სამხედრო მომარაგების მცდელობებს, სავარაუდოდ, აფერხებს ტალახი. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერსა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული საჯარო უთანხმოება საბრძოლო მასალის გამოყოფასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს სირთულეს პერსონალისა და საბრძოლო მასალის მაღალი დონის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროა მათი ამჟამინდელი ტაქტიკით წინსვლისთვის“, - ნათქვამია ყოველდღიურ მიმოხილვაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, დაკარგოს „ვაგნერის“ ყველა ელიტური ქვედანაყოფი ბახმუტთან - ISW

👉 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს სუ-25 და ოკუპანტების თითქმის 20 დრონი - უკრაინის გენშტაბი

👉 ნატოს შეფასებით, რუსეთმა ბახმუტში 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ - CNN

👉 უკრაინამ სავარაუდოდ, გადაწყვიტა ჯარების გაყვანა ბახმუტიდან - ISW

👉 ბახმუტის დაცემის შემთხვევაში, რუსეთი ომის მსვლელობას ვერ შეცვლის - ლოიდ ოსტინი