მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბირთვული იარაღი არ დაეხმარება პუტინს უკრაინის ხელში ჩაგდებაში - ISW

რუსეთის პრეზიდენტი

ბირთვული იარაღის გამოყენება არ დაეხმარება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში თავისი არმიის პრობლემების გადაჭრაში და უკრაინის ხელში ჩაგდებაში, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტმა ( ISW ) განაცხადა.

„ესკალაცია, ჩვეულებრივი თუ ბირთვული, ვერ გადაჭრის პუტინის პრობლემებს. თუ რუსეთის ძალები შეძლებენ გააფართოონ თავდასხმები უკრაინის მოსახლეობის ცენტრებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ან თუ პუტინს სურს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ, მას მხოლოდ იმედი აქვს, რომ ამით ცოტა ხნით შეაჩერებს უკრაინის კონტრშეტევას“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ასეთი თავდასხმები არ მისცემს საშუალებას რუსულ ძალებს დაიპყრონ უკრაინა და მიაღწიონ იმ მიზნებს, რასაც ითხოვენ ომის მომხრე რუსი ნაციონალისტები. 

„რა შეიძლება მოხდეს, თუ პუტინი დაკარგავს იმ ამომრჩევლების მხარდაჭერას, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მისი ერთგული? ძნელი სათქმელია“, - დასძენენ ანალიტიკოსები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ოკუპანტი აქ და ახლავე უნდა განადგურდეს“ - ვალერი ზალუჟნი

✔️  კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის საკითხზე დასავლეთთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ თურქეთის წინადადება ჯერ არ მიუღიათ

✔️ რუსული არმია გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე იარაღის მთავარი მიმწოდებელი - WSJ

✔️ მედვედევი ყირიმის ხიდის დაბომბვას უკრაინის მიერ ჩადენილ „ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს

✔️ პუტინი ტერიტორიებს კარგავს, მისთვის შემოერთებული ტერიტორიების დაკარგვა განადგურების ტოლფასი იქნება, სიტუაციის გადარჩენას ცდილობს - ბატიაშვილი