მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული არმია გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე იარაღის მთავარი მიმწოდებელი - WSJ

რუსი სამხედროები

„უკრაინის სწრაფმა გარღვევამ ხარკოვის რეგიონში ერთი თვის წინ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ასობით ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა უკრაინელ ჯარისკაცებს ჩაუვარდათ ხელში, რადგან რუსული არმია, ტოვებს თავის მძიმე იარაღს და მარაგით  სავსე საწყობებს, უკან დახევის დროს“, - ამის შესახებ უკრაინული მედია The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთმა, ასევე, დატოვა დიდი რაოდენობით საბჭოთა ტიპის საარტილერიო ჭურვები, რომლებიც თითქმის ამოიწურა უკრაინაში.

ხარკოვის ფრონტზე უკრაინის საარტილერიო განყოფილების შტაბის უფროსმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მის ქვედანაყოფს ახლა აქვს 152 მმ კალიბრის ოთხი რუსული 2S19 „მსტა“ თვითმავალი ჰაუბიცა, ასევე, ამერიკული წარმოების იარაღი და ახლა მათ, ასევე, აქვთ ბევრი საბჭოთა კალიბრის საბრძოლო მასალა.

👉 რუსეთი დატყვევებული „აზოველების“ აშშ-სა და დასავლეთის წინააღმდეგ ომში გადაბირებას ცდილობდა - „აზოვის“ შტაბის უფროსი

„რუსებს აღარ აქვთ უპირატესობა საცეცხლე ძალაში. ჩვენ გავანადგურეთ მათი საარტილერიო ნაწილები შეტევაზე წასვლამდე. ისინი უბრალოდ გაიქცნენ“, - დასძინა ოფიცერმა. 

კიევიდან და ჩრდილოეთ უკრაინის სხვა ნაწილებიდან რუსეთის უკან დახევის დროს ჩამორთმეულ იარაღთან ერთად, ამ ბოლოდროინდელმა მიღწევებმა მოსკოვი უკრაინას მძიმე იარაღის უდიდეს მიმწოდებლად აქცია, რაც დიდი რაოდენობით უსწრებს აშშ-ს ან სხვა მოკავშირეებს. თუმცა, დაზვერვის ანალიტიკოსების თანახმად, დასავლური იარაღი უფრო ზუსტია.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინამ დაიპყრო 460 რუსული საბრძოლო ტანკი, 92 თვითმავალი ჰაუბიცა, 448 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 195 ჯავშანტექნიკა და 44 სარაკეტო სისტემა. რეალური რიცხვი სავარაუდოდ უფრო მაღალია, რადგან ყველა ამოღებული აღჭურვილობა არ არის გადაღებული ვიდეოზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პუტინი, სავარაუდოდ, გეგმავს უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სერგეი შოიგუს დააკისროს - ISW

✔️ რუსეთის ფედერაციის გენერალურ შტაბს უკრაინიდან ჯარების გაყვანა სურს, კრემლში შეუქცევადი პროცესები დაიწყო - ჟდანოვი

✔️ რუსეთის არმიის მეთაურები, სავარაუდოდ, ნიკოლაევის ოლქიდან გაიქცნენ - ვიტალი კიმი

✔️ „ნატო ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის“ - ნიკოლაი პატრუშევი„ნატო ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის“ - ნიკოლაი პატრუშევი

✔️ რა სახის ზიანს გამოიწვევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რამდენად შორს გავრცელდება რადიაცია? - ვაშინგტონის „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორის განმარტება