მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

CNN: რუსული სამხედრო კოლონა დონბასისკენ მიემართება

რუსული კოლონა

რუსული საოკუპაციო ჯარების კოლონა როსტოვის რეგიონის მახლობლად, მატვეევის დასახლებასთან შენიშნეს. CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული სამხედრო კოლონა დონბასის რეგიონისკენ მიემართება.

ამასთან დაკავშირებით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა, რომ რუსეთის შეტევა დონბასის რეგიონში „უკვე დაიწყო“.

მისივე თქმით, ამ ტერიტორიებზე რუსები სამხედრო ძალების შეგროვებასა და აღჭურვილობის განაწილებას კვლავ განაგრძობენ.

„ჩემი გადმოსახედიდან, ეს დიდი შეტევა [აღმოსავლეთ უკრაინაში] უკვე დაიწყო. რუსები თავიანთ ძალებს აგროვებენ. ისინი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში თავიანთი ჯარებისა და აღჭურვილობის გადანაწილებას აგრძელებენ“, - აღნიშნა ვადიმ დენისენკომ ნაციონალური ტელევიზიის ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ლატვია ბუნებრივი აირის რუსეთიდან იმპორტს წყვეტს და ქვეყანაში თხევადი გაზის ტერმინალს აშენებს

👉 რუსებმა სავარაუდოდ, უკრაინაში ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალა გამოიყენეს - უკრაინის თავდაცვა

👉 დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე გამოძიებას აწარმოებს

👉 Nokia რუსეთის ბაზარზე საქმიანობას აჩერებს

👉„მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“ - პოდოლიაკი მარიუპოლზე

👉საოკუპაციო ძალებმა 186 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 344 კი დაშავდა

👉შავ ზღვაში ვითარება კვლავ დაძაბულია, სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა - პოლკოვნიკი ნაზაროვი

👉დონეცკის რეგიონში ჩეჩენი დამპყრობლები გაანადგურეს (ფოტოები)

👉 19 600 რუსი სამხედრო, 732 ტანკი, 157 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე