მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლატვია ბუნებრივი აირის რუსეთიდან იმპორტს წყვეტს და ქვეყანაში თხევადი გაზის ტერმინალს აშენებს

ბუნებრივი აირი

ლატვიის მთავრობამ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრისიანის კარინსმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ეკონომიკის სამინისტრო პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კრისიანის კარინსმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყება ესტონეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, რათა LNG-ის ტერმინალიდან ესტონეთში ბუნებრივი აირის მიწოდება სამომავლოდ უზრუნველყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა შეიძლება, მიმდინარე წელს უკვე დაიწყოს.

„გაზის მიწოდება ლიეტუვას Klaipeda LNG-დან ჯერ კიდევ გაგრძელდება. ლატვიის ტერმინალის უპირატესობა ის არის, რომ გაზი არა თავად ტერმინალში, არამედ ინჩუკანის მიწისქვეშა გაზის საწყობში იქნება შენახული“, - დასძინა ლატვიის პრემიერმა.

ეკონომიკის მინისტრმა, იანის ვიტენბერგსმა განაცხადა, რომ ლატვიის LNG ტერმინალი სავარაუდოდ, 2023-2024 წლებში ამოქმედდება.

მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ნაბიჯების გადადგმას კვლავ გააგრძელებს. შესაბამისად, ქვეყანაში წიაღისეული საწვავიდან ადგილობრივი, განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებაც, უკვე იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ლიტვის ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო განაცხადა, რომ აპრილის დასაწყისიდან, ლიტვის გაზსატრანსპორტო სისტემა რუსეთიდან გაზს აღარ შემოიტანდა.

ამ დროისთვის, ლიტვა გაზის იმპორტს ლიეტუვაში, კლაიპედაში მდებარე LNG ტერმინალიდან ახორციელებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რუსებმა სავარაუდოდ, უკრაინაში ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალა გამოიყენეს - უკრაინის თავდაცვა

👉 დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე გამოძიებას აწარმოებს

👉 Nokia რუსეთის ბაზარზე საქმიანობას აჩერებს

👉„მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“ - პოდოლიაკი მარიუპოლზე

👉საოკუპაციო ძალებმა 186 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 344 კი დაშავდა

👉შავ ზღვაში ვითარება კვლავ დაძაბულია, სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა - პოლკოვნიკი ნაზაროვი

👉დონეცკის რეგიონში ჩეჩენი დამპყრობლები გაანადგურეს (ფოტოები)

👉 19 600 რუსი სამხედრო, 732 ტანკი, 157 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉პუტინის ახალი გეგმა - როგორ შეუტევს რუსეთი უკრაინაში ახალ ფრონტის ხაზებს?