მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე გამოძიებას აწარმოებს

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის, ჯეიმს ჰეპეის განცხადებით, ოფიციალური ლონდონი იმის დასადასტურებლად, გამოიყენა თუ არა რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ქიმიური იარაღი, გამოძიებას აწარმოებს. ამბავს BBC News ავრცელებს.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად „სასწრაფოდ რეჟიმში, გადაუდებლად მუშაობს“.

ჯეიმს ჰეპეიმ, ასევე, აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის იარაღის გამოყენება ყველანაირ საზღვრებს კვეთს და თუ რუსეთის ფედერაციამ აღნიშნულ საბრძოლო ზომებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკვე მიმართა, ქვეყანამ ამაზე პასუხი აუცილებლად უნდა აგოს.

„თუ მტკიცებულება არსებობს და ასეთი იარაღი გამოყენებული იქნა, მაშინ საერთაშორისო რეაგირების თვალსაზრისით, უკვე ყველაფერი მაგიდაზეა. პრეზიდენტმა პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია“, - დასძინა ჯეიმს ჰეპეიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 Nokia რუსეთის ბაზარზე საქმიანობას აჩერებს

👉„მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“ - პოდოლიაკი მარიუპოლზე

👉საოკუპაციო ძალებმა 186 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 344 კი დაშავდა

👉შავ ზღვაში ვითარება კვლავ დაძაბულია, სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა - პოლკოვნიკი ნაზაროვი

👉დონეცკის რეგიონში ჩეჩენი დამპყრობლები გაანადგურეს (ფოტოები)

👉 19 600 რუსი სამხედრო, 732 ტანკი, 157 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉პუტინის ახალი გეგმა - როგორ შეუტევს რუსეთი უკრაინაში ახალ ფრონტის ხაზებს?

👉 ნატოს ყოფილმა ოფიცერმა დაასახელა უკრაინის ორი ქალაქი, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის ახალი სამიზნე გახდეს

👉 რუსეთი ერაყიდან უკრაინაში ომისთვის კონტრაბანდულ იარაღს იღებს - The Guardian