მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დამარცხებულთა შურისძიებაა“ - ზელენსკი ხერსონის საჰაერო დარტყმებზე

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ხერსონისა და რეგიონის მუდმივ დაბომბვას დამარცხებულთა შურისძიებას უწოდებს. 

„თითქმის ყოველ საათში ვიღებ ცნობებს დამპყრობლების მიერ ხერსონსა და რეგიონის სხვა ტერიტორიებზე დარტყმების  შესახებ. ასეთი ტერორი დაიწყო მაშინვე, რაც რუსული არმია იძულებული გახდა ხერსონის ოლქიდან გაქცეულიყო. ეს არის დამარცხებულთა შურისძიება.

მათ ბრძოლა არ იციან. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ეს არის ტერორი ან ენერგეტიკული ტერორი, ან საარტილერიო ან სარაკეტო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ესკლაციისგან დასაცავად აუცილებელია უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება და უსაფრთხოების მყარი გარანტიები.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ვმუშაობთ, რათა რუსეთს დავარტყათ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

👉 საფრანგეთმა, რომელიც გმობს რუსეთის დარტყმებს უკრაინის ობიექტებზე, ასევე უნდა დაგმოს უკრაინის დარტყმები - დმიტრი პესკოვი