მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმად განხორციელდება“ - უკრაინის დაზვერვის უფროსი

კირილ ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ აიღო პასუხისმგებლობა რუსეთის საჰაერო ბაზებზე თავდასხმებზე, მაგრამ ვარაუდობს, რომ ასეთი დარტყმები უფრო და უფრო ღრმა იქნება.

ჟურნალისტის კითხვაზე, განახორციელა თუ არა უკრაინამ დარტყმები რუსეთის ავიაბაზაზე, მან თქვა: „ამ კითხვაზე ჯერ ვერ გიპასუხებ. მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ“.

მან, ასევე დასძინა - „დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმად განხორციელდება“.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, ამიტომ უკრაინას შეუძლია იქ გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.

მან, დასძინა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებები კვლავ იქნება - „ვფიქრობ, დიახ. უფრო და უფრო ღრმად“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთში ბანკებს დაავალეს, სესხებზე ვადაგადაცილების მქონე კაცებს სამხედრო კონტრაქტის გაფორმება შესთავაზონ - მედია

👉 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 40% გავათავისუფლეთ - ვალერი ზალუჟნი

👉 „გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს ხანგრძლივ შეტევას ირანული წარმოების დრონებით“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 გივი თარგამაძე: გვერდზე წამოგორებული ქვეყნის პატრიარქის საძაგლობის მიღმა დარჩენილი ნორმალურების სახელით, ამ სანიმუშო ქართველ ცოლ-ქმარს გაუმარჯოს

👉 ოკუპირებულ მაკეევკაში რუსეთის ბაზაზე უკრაინის დარტყმა ძირს უთხრის პუტინის ავტორიტეტს - ISW