მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დეზინფორმაციას განზრახ ავრცელებენ“ - სერბეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

სერბეთი

სერბეთის თავდაცვის სამინისტრო მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კოსოვო-სერბეთის საზღვარზე შეტაკებები დაიწყო. 

„პრიშტინას ადმინისტრაცია სოციალურ ქსელებსა და გარკვეულ ვებსაიტებზე დეზინფორმაციას განზრახ ავრცელებს. მათივე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სერბეთის შეიარაღებულ ძალებსა და კოსოვოს პოლიციას შორის თითქოს შეტაკება მოხდა, ეს დეზინფორმაციაა. სერბეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არმიას ჯერჯერობით არ გადაუკვეთია ადმინისტრაციული ხაზი და შესაბამისად არსად შესულა“, - სერბეთის თავდაცვის ოფიციალურ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, უცხოურ მედიაში არსებული ინფორმაციით, კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე შეტაკებები დაიწყო.

ამავე თემაზე: 

✔️ სერბეთი კოსოვოში თუ შეიჭრება, ჩვენ კოსოვოელები უნდა დავიცვათ - ალექსეი გონჩარენკო

✔️ ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ კოსოვო სერბეთზე თავდასხმას გეგმავს