მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დნიპროს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

დაბომბვა დნიპროში

დნიპროში გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

„დილით დნიპროში, საკუთარ სახლში რუსული რაკეტით დაიღუპა 18 ადამიანი. 73 დაშავებულია - მათგან 40-ზე მეტი საავადმყოფოშია, ოთხი რეანიმაციაში მძიმედაა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 40-ზე მეტი ადამიანის ბედი უცნობია“, - წერს ის.

მისი თქმით, შაბათს, 14 იანვარს, მტრის თავდასხმამ საცხოვრებელ კორპუსზე გაანადგურა 72 ბინა, დაზიანდა 230-ზე მეტი. მეხანძრეები ჯერ კიდევ უმკლავდებიან რამდენიმე ხანძარს, რომელიც თავდასხმის შედეგად გაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, პასუხისმგებლობის დრო მოვა“ - გიტანას ნაუსედა

👉 „ბურჯანაძეს, როგორც ყველა ქაჯს, ამბიციამ სძლია და თავი ადრე გაიშიფრა“ - თაკო ჩარკვიანი

👉 უკრაინელებმა დონბასში რუსეთის 14 თავდასხმა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

👉 პრიგოჟინი მანიპულირებს „სოლედარის მიტაცებით“ და „ამცირებს“ რუსეთის არმიას - ISW