მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონბასში შეტევები რუსი აგრესორებისთვის კვლავ წარუმატებლად დასრულდა - უკრაინის გენშტაბი

ომი უკრაინაში

უკრაინის გენერალური შტაბი დილის მიმოხილვაში აცხადებს, რომ დონბასში შეტევა და თავდასხმა კვლავ გრძელდება, თუმცა რუსი აგრესორებისთვის წარუმატებლად. წერს უკრაინული მედია. 

როგორც გენერალური შტაბის დილის რეზიუმეშია ნათქვამი, ბერესტოვო-ივანო-დარიევკასა და ვერხნეკამენკა-ივანო-დარიევკას მიმართულებით თავდასხმის ოპერაციები უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებულად მოიგერიეს და დამპყრობლები აიძულეს უკან დაეხიათ. 

უკრაინული მხარე იტყობინება, რომ აღმოსავლეთ ნაწილში კვლავ გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები. 

„რუსები კვლავ დონბასის აღებაზე არიან ორიენტირებულნი. ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ ახლა მტერი ახორციელებს მცირე ზომის შეტევებს და აქვს მინიმალური პროგრესი“, - წერს უკრაინული მედია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინელებმა რუსების თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს, ორ ადგილას ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

👉 მოკავშირეებთან არის შეთანხმება უკრაინისთვის 25-30 ერთეული HIMARS-ისა და MLRS-ის გადაცემის შესახებ - ანდრეი ერმაკი