მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა რუსების თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს, ორ ადგილას ბრძოლა გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

სამხედროები

უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმა, ორ ადგილას ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 24 ივლისის 18:00 საათის ოპერატიულ ინფორმაციაში წერს.

კერძოდ, შტაბის ცნობით, დაბომბვა დაფიქსირდა სლავიანსკის მიმართულებით ბოლშაია კომიშუვახას, გრუშევახის, კრასნოპოლიის, ვერნოპოლიეს, დოლინას, კრასნაია პოლიანას, კარნაუხოვკასა და დიბრივნოეს მახლობლად.

„თავდასხმით დამპყრობლები ცდილობდნენ კონტროლის დამყარებას ბოგოროდიჩნეის დასახლებაზე. და ისევ, ტრადიციულად, უშედეგოდ“, - წერს შტაბი.

გარდა ამისა, კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბვა განახორციელა კრივაია ლუკას, სევერსკის, გრიგოროვკას, ვერხნეკამენსკოეს, ივანო-დარიევკასა დასახლებებში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 მოკავშირეებთან არის შეთანხმება უკრაინისთვის 25-30 ერთეული HIMARS-ისა და MLRS-ის გადაცემის შესახებ - ანდრეი ერმაკი

👉 „ის გრძნობს პასუხისმგებლობის ტვირთს, რომ ის არის ზელენსკის ყველაზე დიდი მფარველი“ - ბორის ჯონსონი უკრაინაში გამოსამშვიდობებელ ვიზიტს გეგმავს

👉 სოჭში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - არის მსხვერპლი

👉 „კიევში წასვლის დიდი სურვილი მაქვს“ - რომის პაპი

👉 „ხუთი თვე, რვა წლის შემდეგ, დავიცავთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი