მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონეცკის ოლქში მედესანტეებმა ციმბირიდან ჩასული ოკუპანტების სპეციალური ჯგუფი გაანადგურეს

დონეცკის ოლქში მედესანტეებმა ციმბირიდან ჩამოსული ოკუპანტების სპეციალური ჯგუფი გაანადგურეს.

დონეცკის ოლქში მედესანტეებმა ციმბირიდან ჩასული ოკუპანტების სპეციალური ჯგუფი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ჯარების სარდლობა ავრცელებს.

„დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ჯარების შენაერთმა წარმატებით გაანადგურა ციმბირიდან რუსული სპეცრაზმის ჯგუფი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა  „ორლან-10“ უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. გარდა ამისა, უკრაინელებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსი ოკუპანტების ათი შეტევა მოიგერიეს, განადგურდა ორი ტანკი, ჩვიდმეტი საარტილერიო სისტემა, ოცდათვრამეტი ერთეული ჯავშანტექნიკა და 10 ერთეული მტრის მანქანა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ გერასიმოვი იზიუმში იმყოფებოდა, მაგრამ მისი დაჭრის მტკიცებულება არ არსებობს - უკრაინის შსს

⭕ რუსული არმია სევეროდონეცკსა და სლავიანსკზე თავდასხმისთვის ემზადება

⭕ საჰაერო თავდაცვის ნაწილმა მტრის უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“ გაანადგურა

⭕ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით 35 დამპყრობელი და შვიდი ტექნიკა გაანადგურეს

⭕ დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ