მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერასიმოვი იზიუმში იმყოფებოდა, მაგრამ მისი დაჭრის მტკიცებულება არ არსებობს - უკრაინის შსს

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი მართლაც იმყოფებოდა იზიუმში, მაგრამ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება მისი დაჭრის შესახებ.

„არ ვადასტურებთ, რომ გერასიმოვი დაიჭრა. უფრო მეტიც, გვაქვს გარკვეული დადასტურებული ინფორმაცია, რომ ის არ არის დაჭრილი“, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში იმყოფება, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა გმირულად აკავებენ მტერს.

„ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ის მართლაც იყო იზიუმში“, - აღნიშნა ანდრუსივმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

რუსული არმია სევეროდონეცკსა და სლავიანსკზე თავდასხმისთვის ემზადება

⭕ საჰაერო თავდაცვის ნაწილმა მტრის უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“ გაანადგურა

⭕ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით 35 დამპყრობელი და შვიდი ტექნიკა გაანადგურეს

⭕ დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

⭕ რუსეთი ყირიმის გასაკონტროლებლად მიზნად ხერსონის გრძელვადიან ოკუპაციას ისახავს - ბრიტანული დაზვერვა