მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ხალხი საბრძოლველად კიდევ რამდენიმე წლით ემზადება“ - რუსი მილიარდერი

ოლეგ დერიპასკა

რუსმა მილიარდერმა და რუსული ალუმინის მაგნატმა ოლეგ დერიპასკამ, განაცხადა, რომ ვარშავაში ბაიდენის გამოსვლის შემდეგ, მისი აზრით, ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამის შესახებ reuters წერს.

დერიპასკას თქმით, ის იმედოვნებდა, რომ კონფლიქტი მალე დასრულდებოდა, მაგრამ ბაიდენის გამოსვლამ - რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტი საუბრობდა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის უფრო ფართო კონფლიქტზე - მიუთითებს იმაზე, რომ ის შეიძლება ბევრად მეტხანს გაგრძელდეს.

მანამდე დერიპასკა ამბობდა, რომ უკრაინაში ომი სიგიჟე იყო, რომელიც მომავალ თაობას სირცხვილს მოუტანდა.

„ახლა რაღაც ჯოჯოხეთური იდეოლოგიური მობილიზაცია მიმდინარეობს ყველა მხრიდან. ესე იგი, ეს ხალხი კიდევ რამდენიმე წლით საბრძოლველად ემზადება. როგორც ჩანს, ყველა მხარე დაუფიქრებლად ემზადება გრძელვადიანი ომისთვის, რომელსაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვება მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა რუსმა მილიარდერმა.

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დერიპასკას ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სავარაუდო კავშირების გამო. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „მათ რუსეთის ეშინიათ“ - ზელენსკიმ მაკრონი გააკრიტიკა

👉 რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე, რომელიც უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, მოწამლეს

👉 „დამპყრობლების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი გარდაცვლილი იპოვეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „რუსეთი ყველაფერს დაკარგავს, მათ შორის, აფხაზეთსაც“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 რუსმა ოპოზიციონერმა პუტინის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა - პუტინს არაფრის „გადახედვა“ არ სურს

👉 17 000 რუსი სამხედრო, 123 თვითმფრინავი - რუსული არმიის დანაკარგი ომის 33-ე დღეს

👉 პუტინი განიხილავს „კორეულ“ სცენარს უკრაინისთვის - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი