მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ომი ჩვენი ქვეყნის გალავნის მიღმაა... ვიცი, რომ რუსეთს ესმის ეს პოზიცია“ - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელორუსის პრეზიდენტი

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებზე ბელორუსის პოზიციაც უნდა გამოითქვას.

„უბრალოდ, პირველად მინდა მოგახსენოთ ჩვენი პოზიცია, ბელორუსის მონაწილეობის გარეშე მოლაპარაკება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ბელორუსის პოზიცია უნდა გაჟღერდეს“ - განაცხადა ბელორუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა.

ლუკაშენკომ, რუსეთის მიერ წოდებულ სამხედრო ოპერაციას ომი უწოდა. მისი თქმით ეს ომი ბელორუსის გავლენის მიღმაა, რაც ბელორუსის ვითარებაზე სერიოზულად აისახება.

„ჩვენ არ გამოვდივართ იქიდან, რომ რუსეთთან ერთ კალათაში ჩავვარდით. არა. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ ეს ომი ჩვენი ქვეყნის გალავნის მიღმაა. ეს სერიოზულად აისახება ბელორუსის ვითარებაზე. ამიტომ, ბელორუსის ზურგს უკან ცალკე შეთანხმებები არ უნდა იყოს. არ შეიძლება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ რუსეთს ესმის ეს პოზიცია. ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება დასავლეთის განზრახვას. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიცეკვოთ დასავლეთის ჰანგზე“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ალექსანდრე ლუკაშენკომ, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ უნდა გაიგოს, რომ ომის შემდეგ დაიწყება აღორძინების პერიოდი, საჭირო იქნება ქვეყნის აღდგენა.

„და თუ ფიქრობენ, რომ დასავლური სახელმწიფოები ასე უინტერესოდ მოვლენ და აღადგენენ უკრაინას, მსგავსი არაფერი იქნება! თუ ისინი ააშენებენ და აღადგენენ რაიმე სახის ქარხანას უკრაინაში, ეს არ იქნება უკრაინელი ხალხის ქარხანა. ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ უკრაინაში საერთოდ არაფერი დარჩება უკრაინული. ამ ყველაფერს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის დიდი ქვეყნების ოლიგარქები ჩაახშობენ“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისი თქმით, სამი სლავური ხალხი უნდა დაჯდეს მაგიდასთან და შეთანხმდნენ.

„ამიტომ, ბედნიერება სახლში უნდა ვეძებოთ. როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობდი, სამი სლავური ხალხი უნდა დაჯდეს მაგიდასთან და შეთანხმდნენ“, - შეაჯამა ბელორუსის არ აღიარებულმა პრეზიდენტმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✅ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჯავშანმანქანებს მიაწვდის - The Times

✅ რუსეთმა მთლიანად გაიყვანა ჯარები კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან - პენტაგონი

✅ რუს ჯარისკაცებს აღმოსავლეთ უკრაინაში პრობლემები შეექმნებათ - ბრიტანული დაზვერვა

✅ 🎥 უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონში დამპყრობლების საარტილერიო ნაწილი დაამარცხეს

✅ მთელი თქვენი ფული დასავლეთშია, ის უკრაინის აღდგენას მოხმარდება, მინდა არც რუსეთისთვის დაზოგოთ თანხა - კანდელაკი რუს ოლიგარქებს

✅ რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)

✅ „რუსეთი აშანტაჟებს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროპას“ - დუდა Nord Stream 2-ის დემონტაჟს ითხოვს - CNN