მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთელი თქვენი ფული დასავლეთშია, ის უკრაინის აღდგენას მოხმარდება, მინდა არც რუსეთისთვის დაზოგოთ თანხა - კანდელაკი რუს ოლიგარქებს

თინა კანდელაკი

რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ამბობს, რომ რუსი ოლიგარქების ფინანსები ახლა დასავლეთშია და ის უკრაინის აღდგენას მოხმარდება. 

კანდელაკი რუს ოლიგარქებს ტელეგრამის არხზე მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ დაენანოთ თანხები რუსეთისთვის, რადგან რუსეთი დიდებული ქვეყანაა. 

ამასთან, კანდელაკის თქმით, ახლა მთავარია რუსულმა სპორტმა მძიმე სანქციების ზეწოლის ქვეშ იარსებოს. თინა კანდელაკი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ არის საჭირო რუსული სპორტის დაფინანსება. 

„გუშინ მე და ჩემმა კოლეგებმა ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ დღეს რუსული სპორტი უნიკალურ სიტუაციაში და ჩვენ მასთან ერთად ვართ. Match TV-ის ისტორია ყველა კრიზისის დაძლევის ისტორიაა, რაც მხოლოდ სპორტსა და ტელევიზიაში შეიძლება წარმოიდგინო. ჩვენ რთული პერიოდი არაერთხელ გავიარეთ და კიდევ გავივლით. 

რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. ჩვენ მოთმინება უნდა ვიქონიოთ. სპორტის განვითარება სანქციების ზეწოლის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ეს საკითხი უნდა გადაიჭრას. 

სპორტის განვითარებისთვის სანქციების ზეწოლის პირობებში, ჩვენ გვჭირდება:

- გავუძლოთ სანქციებს

- შიდა შეჯიბრებები იყოს რეგულარული და თვალსაჩინო, ღირსეული ფულადი პრიზებით, ორგანიზებით, გაშუქებით.

სად ვიპოვოთ სპონსორები ახალ პირობებში? მახსოვს, როგორ წავედით მე და ჩემი კოლეგები და დავარწმუნეთ ოლიგარქები, რომ სპორტული მაუწყებლობისთვის დიდი თანხები გამოეყოთ. ისინი ცნობილი ოლიგარქები იყვნენ. 

ახლა მინდა ვუთხრა მათ: ძვირფასო ოლიგარქებო! იმის ფონზე, რომ მთელი თქვენი ფული დასავლეთშია, ის წავა უკრაინის აღდგენაზე და ძალიან მინდა, რომ ეს ფული არ დაზოგოთ რუსეთისთვის, რადგან რუსეთი ერთადერთი დიდებული ქვეყანაა სადაც ცხოვრებას დაასრულებთ“, - აცხადებს კანდელაკი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „აშშ-ის ჯოჯოხეთურმა სანქციებმა ვერ გაამართლა, ვერ მოახერხეს რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზება - ვიაჩესლავ ვოლოდინი

🔴 „პუტინის კატასტროფის დასაწყისი“ - ფირტაში რუსეთის შეჭრაზე

🔴 რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, უკრაინაში ბრუნდებიან - უკრაინის დაზვერვა

🔴 რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება - ამერიკელი გენერალი

🔴 „გერმანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე კონფიდენციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს“ - ოლაფ შოლცი

🔴 ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 500-მდე სამხედრო და 50 მძიმე ტექნიკაა განთავსებული - უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი

🔴 ბუჩაში სასაკლაო ვიცე-პოლკოვნიკმა აზურბეკ ასანბეკოვიჩ ომურეკოვმა მოაწყო - უკრაინული მედია

🔴 მოსკოვში 1 მილიარდი რუბლი მაკდონალდსის ჩასანაცვლებად გამოყვეს

🔴 ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან - კულება უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე