მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განწყობა მაინც და მაინც საზეიმო არაა, მაგრამ მალე გამარჯვების იმედი გვაქვს - მამუკა მამულაშვილი

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი

„განწყობა მაინც და მაინც საზეიმო არაა, მაგრამ მალე გამარჯვების იმედი გვაქვს“,  - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, რუსებმა მაღალი ინტენსივობით დაიწყეს კიევის დაბომბვა.

„განწყობა მაინც და მაინც საზეიმო არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ძალიან შემართებით არიან უკრაინელები განწყობილი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს გამარჯვების მალე, სავარაუდოდ გაზაფხულზე და მთლიანად სამოქალაქო პირები, სამხედროები ძალიან მოტივირებულები არიან, განწყობილები არიან საბრძოლველად და უკრაინა ამ ომში ფაქტობრივად უპირობო გამარჯვებულია უკვე.

იმის მიუხედავად, რომ რუსებმა მაღალი ინტენსივობით დაიწყეს კიევის დაბომბვა და სხვადასხვა ქალაქების, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან  მოტივირებულია და ვერ ვხედავ იმ მომენტს, რომ შეშინებულები იყვნენ“, - აცხადებს მამუკა მამულაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ავღანეთი შესაძლოა, დასავლეთის დახმარების გარეშე დარჩეს ქალებზე თალიბანის ახალი შეზღუდვების გამო

✔️ ენგელსში მომხდარი აფეთქებები ადასტურებს რუსული საჰაერო თავდაცვის არაეფექტურობას და ამძაფრებს კრემლის კრიტიკას - ISW

✔️ აშშ უკრაინისთვის „ბრედლის“ საბრძოლო მანქანების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს - Bloomberg