მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გვაქვს ინფორმაცია, რომ ირანი აპირებს, რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გადასცეს - აშშ

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანის განცხადებით, თეთრ სახლს აქვს ინფორმაცია, რომ ირანი აპირებს, რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გადასცეს.

„ჩვენი ინფორმაციით, ირანი აპირებს რუსული ძალების მომზადებას, რომ გამოიყენონ მათი დრონები. სატრენინგო პერიოდი ივლისის დასაწყისშივე უნდა დაწყებულიყო. ჯერ უცნობია, გადასცა თუ არა დრონები ირანმა რუსეთს, თუმცა ვიცით, რომ ირანმა რუსეთს შესაძლოა, რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეძებს რუსეთი ირანის მსგავს ქვეყნებს პარტნიორობისთვის. ჩვენ, ჩვენი მხრივ გავაგრძელებთ უკრაინელების დახმარებას რათა აწარმოონ თავიანთი ქვეყნის ეფექტური დაცვა“, - განაცხადა სალივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანი“ - ამერიკელი კონგრესმენი ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდებს