მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანი“ - ამერიკელი კონგრესმენი ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდებს

ანდრეი ერმაკი, ვიქტორია სპარცი

ამერიკელი კონგრესმენის ვიქტორია სპარცის განაცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მისი თქმით, ერმაკი საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანია, რომელიც უკრაინის ხელმძღვანელობას არწმუნებდა, რომ რუსეთი თავს არ დაესხმებოდა.

„ბევრ ამერიკელსა და ევროპელს დიდი ხანია აქვს სერიოზული ეჭვი ერმაკის მიმართ. ერმაკი რომ სახელმწიფო მოხელე ყოფილიყო, როგორც საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანი, ის ჯერ კიდევ ზამთარში გადადგებოდა. მაშინ, როცა უკრაინის მთავრობას არწმუნებდა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ მოხდებოდა, რამაც შეამცირა უკრაინის მომზადების დონე. მაგრამ არასდროს არის გვიან სწორად მოქცევა“, - განაცხადა სპარცმა.

სპარცმა აღნიშნა, რომ ერმაკმა მის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია წამოიწყო. გარდა ამისა, იგი ამტკიცებს, რომ იმის ნაცვლად, რომ აღიაროს თავისი არმია და დაიწყოს ქვეყნის მხარდაჭერის ძალისხმევა, კიევი „ანდრეი ერმაკის ხელმძღვანელობით თამაშობს პოლიტიკას“.

„კიევს, როგორც ჩანს, აქვს ფული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, მაგრამ არ აქვს ფული ჯარისკაცების მხარდასაჭერად, მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში დაპირებული საცხოვრებლისთვის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე მებრძოლებისთვის“, - დასძინა კონგრესმენმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 გვაქვს ინფორმაცია, რომ ირანი აპირებს, რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გადასცეს - აშშ