მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის გრძნობს პასუხისმგებლობის ტვირთს, რომ ის არის ზელენსკის ყველაზე დიდი მფარველი“ - ბორის ჯონსონი უკრაინაში გამოსამშვიდობებელ ვიზიტს გეგმავს

ბორის ჯონსონი, ვოლოდიმირ ზელენსკი

ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს სურს უკრაინაში კვლავ ჩავიდეს, რათა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნახოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Telegraph წერს.

დაუნინგ-სტრიტის წყაროს თქმით, პრემიერ-მინისტრი გრძნობს, რომ მას „უბრალოდ წასვლა არ შეუძლია“. ჯონსონი 24 თებერვლის შემდეგ ორჯერ ეწვია უკრაინას, მეორე ვიზიტი კი სულ რაღაც ერთი თვის წინ ჰქონდა.

„ის გრძნობს პასუხისმგებლობის ტვირთს, რომ ის არის [პრეზიდენტ ზელენსკის] ყველაზე დიდი მფარველი. მას არ შეუძლია უბრალოდ გაიქცეს და არ დარწმუნდეს, რომ სამყარო მას ზურგს უმაგრებს. იმედოვნებს, რომ კვლავ იხილავს ზელენსკის, სანამ თანამდებობას დატოვებს“, - განაცხადა წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 სოჭში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - არის მსხვერპლი

👉 „კიევში წასვლის დიდი სურვილი მაქვს“ - რომის პაპი

👉 „ხუთი თვე, რვა წლის შემდეგ, დავიცავთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „რაც მეტხანს მოითხოვს დასავლეთი უკრაინისგან ბოლომდე ბრძოლას და ჩვენ ყველას გვესმის, ვისი აღსასრული დადგება, მით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება“ - სერგეი ლავროვი

👉 ოდესის პორტში რაკეტებმა გაანადგურეს უკრაინული ხომალდი და დასავლეთის მიერ გაგზავნილი Harpoon-ის რაკეტების საწყობი - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო