მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაც მეტხანს მოითხოვს დასავლეთი უკრაინისგან ბოლომდე ბრძოლას და ჩვენ ყველას გვესმის, ვისი აღსასრული დადგება, მით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ცუდი აზრი უკრაინასთან მოლაპარაკებების გასაახლებლად.

„ჩვენ არ გვაქვს რაიმე ცუდი აზრი საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტიდან დაწყებული უთვალავი მრჩევლებით, გამუდმებით ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ იქნება იქამდე, სანამ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს“, - განაცხადა ლავროვმა.

მან, ასევე, დასძინა, რომ რაც უფრო მეტს მოითხოვს დასავლეთი კიევისგან „ბოლომდე“ ბრძოლას, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება უკრაინელი ხალხისთვის არასახარბიელო ვითარება.

„რაც მეტხანს მოითხოვენ ისინი {დასავლეთის ქვეყნები} უკრაინისგან ბოლომდე ბრძოლას და ჩვენ ყველას გვესმის, ვისი აღსასრული დადგება, მით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება და გაგრძელდება არსებული მდგომარეობა, რაც არ არის მოგებიანი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინის სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ოდესის პორტში რაკეტებმა გაანადგურეს უკრაინული ხომალდი და დასავლეთის მიერ გაგზავნილი Harpoon-ის რაკეტების საწყობი - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის სახელმწიფო ავიახაზების პილოტები მონაწილეობენ - უკრაინის დაზვერვა

👉 აშშ სერიოზულად განიხილავს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას - ბრიჯიტ ბრინკი

👉 „რაც უფრო შორს გაფრინდება HIMARS-ის რაკეტები, მით უფრო მალე დასრულდება ომი“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 „უკრაინული სამხედრო ნავი კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე ზუსტი დარტყმით გაგზავნეს“ - მარია ზახაროვა ოდესის პორტის დაბომბვაზე