მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ნამდვილი ომია დასავლეთსა და რუსეთს შორის.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ რეალური, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ და ცდილობს, გაანადგუროს ყველაფერი რუსული, ენიდან კულტურამდე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო უკრაინაში და უკრძალავს ხალხს მშობლიურ ენაზე ლაპარაკს.

უკრაინაში ეს ყველაფერი წესრიგშია. ყოფილი პრეზიდენტი [პეტრო] პოროშენკოც და ამჟამინდელი [ვოლოდიმირ] ზელენსკიც, რომლებიც მშვიდობის დამყარების ლოზუნგით აირჩიეს, არჩევისთანავე გადაიქცნენ ომის პრეზიდენტებად, რუსოფობ პრეზიდენტებად“, - განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ჩემთვის ისეთივე მძიმე იქნება მერაბიშვილის გავლენების ნახვა, როგორც ეს „ქართული ოცნებაა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

👉 გერმანიის ნებართვა „ლეოპარდის“ გადაცემაზე მეორეხარისხოვანია, კიევს ტანკებს მაინც მივაწვდით - მატეუშ მორავეცკი

👉 🎥 „დადიან ადამიანები და მაყენებენ შეურაცხყოფას მთავრობის დავალებით, მე ამაზე არ ვღელავ“ - ლევან ბერძენიშვილი

👉 „არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური და უხარისხო მოგვქონდეს, ჭამს იმას, რაც შეუძლია“ - გიული ალასანია ნინო ნადირაძეს პასუხობს

👉 რუსეთში, ვალდაიში უკვე დამონტაჟდა საჰაერო თავდაცვა - ის დაიცავს პუტინის რეზიდენციას უკრაინის შესაძლო თავდასხმისგან - მედია