მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის ვინც ცეცხლს ეთამაშება, თავადვე ჩაიფერფლება მასში, ის ვინც ჩინეთს შეურაცხყოფას მიაყენებს, აუცილებლად დაისჯება“ - ჩინეთის მორიგი მუქარა ამერიკას

ვან ი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ოფიციალური პეკინი ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად აფასებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის განცხადებით, აშშ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს. მისი თქმით, ვაშინგტონის ქმედებები ვერ შეცვლის ისტორიულ ფაქტს და ტაივანი ჩინეთს დაუბრუნდება.

„რაც მოხდა, ეს არის სრული ფარსი, დემოკრატიის ნიღბის ქვეშ, შეერთებული შტატები არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს, ტაივანის მმართველები კი შტატების ქოლგის ქვეშ ჩინელი ერის წინააღმდეგ მოქმედებენ. ვაშინგტონის ავი ქმედება, ვერ შეცვლის საერთაშორისო კონსენსუს, ერთიანი ჩინეთის პრინციპის შესახებ. ასევე, ვერ შეცვლის იმ ისტორიულ ფაქტს, რომ ტაივანი სამშობლოს დაუბრუნდება. ის ვინც ცეცხლს ეთამაშება, თავადვე ჩაიფერფლება მასში. ის ვინც ჩინეთს შეურაცხყოფას მიაყენებს, აუცილებლად დაისჯება“, - განაცხადა ვან იმ.

ცნობისთვის, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ტაივანის გარშემო ჩინეთის მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ნუ ელოდებით, რომ პუტინი მოკვდება ან სანქციები რუსეთს ეკონომიკურად მოკლავს, ომი მალე არ დასრულდება“ - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი

👉 გამოკითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი?

👉 „განცხადება ვაჩვენეთ ჩვენს კოლეგებს, იმ „ლეგენდარულ ჩათში“ ჩავაგდეთ, მათი მხრიდან გამოხმაურება უარყოფითი იყო“ - ლევან იოსელიანი „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ერთობლივ განცხადებაზე

👉 მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, მოდი რა, გადაუვადე, თუ ძმა ხარ? - გია ვოლსკი სააკაშვილზე

👉 ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ „ლიდერმა“ რამზან კადიროვს გმირის წოდება მიანიჭა