მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნუ ელოდებით, რომ პუტინი მოკვდება ან სანქციები რუსეთს ეკონომიკურად მოკლავს, ომი მალე არ დასრულდება“ - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი

ლეონიდ კუჩმა

უკრაინის მეორე პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას განცხადებით, ომი უკრაინაში სწრაფად არ დასრულდება და სისხლიანი კონფლიქტის მიმდინარეობასა და ხანგრძლივობაზე გავლენას მთელი რიგი ფაქტორები მოახდენს.

„უპირველეს ყოვლისა, არ უნდა გქონდეთ იმედი იმისა, რომ პუტინი მოკვდება ან სანქციები რუსეთს ეკონომიკურად მოკლავს. რომ რუსები უცებ ნათლად დაინახავენ ყველაფერს და ომის საწინააღმდეგო პროტესტზე გამოვლენ. მსგავსი არაფერი მოხდება. უკრაინამ უნდა იბრძოლოს და ყველაფერი ბრძოლის ველზე უნდა გადაწყვიტოს.

არა მგონია, ომი მალე დასრულდეს. ის, თუ როგორი ციებ-ცხელებით აგროვებს პუტინი ჯარს ციხეებიდან და იარაღს აღმოსავლური ავტოკრატიებიდან, ცხადყოფს, რომ მას მაინც სურს რაღაც „გამარჯვების“ მოპოვება“, - განაცხადა კუჩმამ.

კუჩმას თქმით, ცივილიზებულ სამყაროში, კონფლიქტების დროს, როგორც წესი, მხარეები ცდილობენ მონახონ მოგებიანი გამოსავალი - როდესაც ყველა იმარჯვებს ამა თუ იმ ხარისხით და არ არსებობს „პირდაპირი“ დამარცხებული, მაგრამ უკრაინისა და რუსეთის შემთხვევაში ეს ასე არ არის.

უკრაინის მეორე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმდენი მწუხარება, ნგრევა და საშინელება მოუტანა უკრაინას, რომ მასთან კომპრომისები შეუძლებელია. მისი თქმით, ამ ომში ერთი გამარჯვებული იქნება და ეს უკრაინაა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 გამოკითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი?

👉 „განცხადება ვაჩვენეთ ჩვენს კოლეგებს, იმ „ლეგენდარულ ჩათში“ ჩავაგდეთ, მათი მხრიდან გამოხმაურება უარყოფითი იყო“ - ლევან იოსელიანი „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ერთობლივ განცხადებაზე

👉 მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, მოდი რა, გადაუვადე, თუ ძმა ხარ? - გია ვოლსკი სააკაშვილზე

👉 ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ „ლიდერმა“ რამზან კადიროვს გმირის წოდება მიანიჭა

👉 „უკრაინაში რომ ჩავალ, ვაპირებ, პერსონალურად მოვთხოვო პასუხი დანილოვს, ამ სიდებილეებს რატომ ლაპარაკობს, რას შეგვჭამა“ - გიორგი ვაშაძე

👉 „დღესაც მიმაჩნია, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები“ - ოლექსი დანილოვი