მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის ურჩია, რომ პუტინს დანებდეს - მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, რომ რუსეთს დანებდეს, - ამის შესახებ The Jerusalem post იუწყება. 

უკრაინის მთავრობაში მყოფი ოფიციალური პირის თქმით, 8 მარტს გამართული სატელეფონო საუბრისას ბენეტმა ზელენსკის უთხრა, რომ ომის დასრულების შესახებ გაკეთებული პუტინის შეთავაზება უნდა მიიღოს. ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს უარი განუცხადა.

„შენს ადგილას რომ ვიყო, ჩემი ხალხის სიცოცხლეზე ვიფიქრებდი და შემოთავაზებას მივიღებდი“, - უთხრა ბენეტმა ზელენსკის. 

„ბენეტმა გვითხრა, რომ დავნებდეთ. ჩვენ არ გვაქვს განზრახული ამის გაკეთება“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი 8 მარტს მოსკოვში პუტინს შეხვდა, რამდენიმე საათში კი ზელენსკის დაურეკა. 

განახლება: ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ისრაელმა აღნიშნული ფაქტი უარყო. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ უკრაინელებმა ბაირაქტარით მტრის საკონტროლო პუნქტი გაანადგურეს (ვიდეო)

✔️ ნიკოლაევის ტერიტორია იბომბება

✔️ რუსული ნავთობი და გაზი რუსულ ხომალდს უკან მიჰყვება - „უნიანი“

✔️ რუსულმა თვითმფრინავებმა ბელარუსის ტერიტორია დაბომბეს

✔️ რას მოითხოვს რუსეთი უკრაინისგან? - მედია

✔️ რა არის თერმობარული იარაღი და როგორ მუშაობს ის?

✔️ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ტიტანების ბრძოლაში არ მოვყვეთ, თორემ აუცილებლად გავისრისებით - მამუკა არეშიძე რუსეთ-უკრაინის ომზე