მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იზიუმის მიმდებარედ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსებისგან რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელი ჯარისკაცები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზიუმის მიმდებარედ რამდენიმე დასახლებული პუნქტის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლება მოახერხეს. ამის შესახებ ორშაბათს, 18 აპრილს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

„დიახ, შემიძლია ეს დავადასტურო. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკრაინელი სამხედროების მიერ ინტენსიური საომარი მოქმედებების შედეგად, უკვე განთავისუფლდა“, - აღნიშნა ალექსანდრე მოტუზიანიკმა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, რუსული შენაერთების ყველაზე დიდი კონცენტრაცია ქალაქი იზიუმისა და მისი შემოგარენის მიმართულებით დაფიქსირდა.

„ოკუპანტები სწორედ, იქიდან შეეცდებიან აღმოსავლეთში შეტევა განახორციელონ“, - დასძინა ალექსანდრე მოტუზიანიკმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინმა შესაძლოა, ნატოს ბაზაზე შეტევა განახორციელოს - ბრიტანეთის უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი

👉 იტალია მიიჩნევს, რომ ევროკავშირს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება უფრო სწრაფად შეუძლია

👉 რუსთავში ყოფილმა ცოლმა ქმრის ცოცხლად დაწვა სცადა და ბენზინი გადაასხა

👉 რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ბრიტანელები მედვედჩუკში გაცვლას ითხოვენ

👉 ბუნდესტაგმა უკრაინისათვის მძიმე იარაღის არმიწოდების გამო, პრემიერი შოლცი გააკრიტიკა