მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქერჩის ხიდი რაც შეიძლება მალე უნდა დაინგრეს - ჩუბაროვი

ქერჩის ხიდი რაც შეიძლება მალე უნდა დაინგრეს

რუსეთმა ქერჩის ხიდი უკანონოდ ააგო და ახლა უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, - ამის შესახებ ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელმა რეფატ ჩუბაროვმა განაცხადა.

ჩუბაროვმა აღნიშნა, რომ ხიდი არის კომუნიკაციის მთავარი არხი, რომლითაც ნახევარკუნძულზე რუსული ტექნიკა და ჯარები შემოდის.

„ყველა მიზეზის გამო, ეს არის ჩვენი ტერიტორია, ეს არის ჩვენი ტერიტორიის მიმდებარე წყალი. ეს ხიდი აშენდა უკანონოდ და ეს ხიდი ახლა გამოიყენება უკრაინელი ხალხის, უკრაინის სახელმწიფოს დასანგრევად. ასეთი ობიექტი რაც შეიძლება მალე უნდა განადგურდეს“, - განაცხადა მეჯლისის თავმჯდომარემ.

ამავდროულად, ასეთი დარტყმის შესაძლებლობებზე საუბრისას, ჩუბაროვმა აღნიშნა, რომ სამხედროებმა „იცოდნენ, რასაც აკეთებენ და იციან, რომ ხალხი ამას ელოდება“.

„ხიდის განადგურება ეს არ იქნება მხოლოდ ზარი, ეს იქნება გაღვიძების ზარი არა მხოლოდ იმ კოლონისტებისთვის, რომლებიც დასახლდნენ ყირიმში, არამედ ეს იქნება გამოფხიზლების ზარი რუსული საზოგადოებისთვის“, - დასძინა ჩუბაროვმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ყირიმელებმა მიიღეს ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ყირიმის გათავისუფლება გარდაუვალია - ჩუბაროვი 

✔️ რუსეთმა შესაძლოა, არალეგალურად შეიტანოს იარაღი სირიიდან კომერციული ტვირთის საფარქვეშ - Bloomberg

✔️ „ყირიმი სამხედრო გზით გათავისუფლდება“ - უკრაინელი გენერალი

✔️ რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად ახალი საჯარისო შენაერთი შექმნა - ბრიტანული დაზვერვა

✔️ უკრაინის არმია იზიუმის მიმართულებით წინ მიიწევს - REUTERS