მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ შეიძლება, ადამიანმა ფულის გამო ლუციფერივით ივანიშვილს მიყიდო სული, სირცხვილია, სოზარ სუბარი ასე რომ იქცევა“ - პაატა მანჯგალაძე

„რეფორმების ჯგუფის“ წევრი,

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ წევრის სოზარ სუბარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის „აშშ-ის საელჩოს ინსტრუქციებში გამოთქმულ პრობლემებთან” დაკავშირებით კოლეგებს კითხვებით მიმართავს.

„სოზარ სუბარს მივმართავ, ერთი ნაბიჯი დარჩა და სუვერენული დემოკრატიის გამოცხადებაზე დაიწყებენ საუბარს. იცით, პუტინის ცნობილი ფორმულა სუვერენულ დემოკრატიასთან დაკავშირებით. დაახლოებით ამ ნარატივებს ვხედავთ ამ წერილში. სირცხვილია, სოზარ სუბარი ასე რომ იქცევა. ხვდება თუ არა იმას, რასაც აკეთებს. არ შეიძლება ადამიანმა ფულის გამო ლუციფერივით ივანიშვილს მიყიდო სული. მე ამ ადამიანებს დღეიდან სულგაყიდულ ადამიანებს დავარქმევ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ალბათ, სახალხო უნდა მოვაშოროთ, ნაცების დამცველი სახალხო დამცველია ეგ - თორნიკე რიჟვაძე ნინო ლომჯარიაზე

👉 „რუსეთს სურს, ხარკოვი გადააქციოს, როგორც ალეპო-2016, გროზნო-1996 ან ვარშავა-1945, ხარობს სისხლში ცხოვრებით“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 რუსეთი ცდილობს, ყირიმზე თავდასხმები ტერორისტულ თავდასხმებად აქციოს, რათა ყურადღება გადაიტანოს თავისი სამხედრო დანაშაულებისგან - ISW

👉 „მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება“ - ზურა ჯაფარიძე

👉 „მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, შურს ვიძიებთ, არ ვაპატიებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის დაბომბვაზე