მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ პუტინმა სუროვიკინს დონეცკის ოლქის დაპყრობა დაავალა - ამერიკელი ანალიტიკოსები

რუსეთის პრეზიდნტი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რუსული ძალების მეთაური სერგი სუროვიკინი დააწინაურა და ნება დართო დაეტოვებინა ხერსონი იმ პირობით, რომ შემდეგ  დონეცკის ოლქს დაიპყრობდა, - ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) იუწყება. 

ანალიტიკოსების აზრით, პუტინის გადაწყვეტილება აიხსნება რუსული შეტევითი ოპერაციების მზარდი ინტენსივობით, ჯერ ბახმუტის, შემდეგ კი უგლედარის რაიონში. რუსეთის შეტევითი ოპერაციები დონეცკის რეგიონში უახლოეს კვირებში გაძლიერდება, როდესაც ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან გაყვანილ ძალებთან ერთად დამატებითი მობილიზებული სამხედროები ჩამოდიან.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, ​​რომ დამპყრობლებმა ბახმუტის აღება შეძლონ, მაგრამ დიდი დანახარჯით.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საბრძოლო ძალების ამ ჯგუფს გაცილებით ნაკლები საბრძოლო ძალა ექნება, ვიდრე რეგულარული ქვედანაყოფების დაჯგუფებას.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ სუროვიკინმა შეძლოს მობილიზებულების გარდაქმნა ძალად, რომელსაც შეუძლია აწარმოოს ფართომასშტაბიანი შეტევითი ომი.

ანალიტიკოსების აზრით, უკრაინული ძალები წარმატებებს აღწევენ ლუგანსკის რეგიონში და, ალბათ, შეძლებენ კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევას, თუკი ისინი გააძლიერებენ ხერსონის დასავლეთ ნაწილის ჯარებს.

„რა თქმა უნდა, რუსები, ასევე, აძლიერებენ თავდაცვით პოზიციებს ლუგანსკის ოლქში, მაგრამ შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ და არ არსებობს იმის პროგნოზის საფუძველი, რომ ცუდად გაწვრთნილი, ცუდად აღჭურვილი და მორალურად შეზღუდული რუსი რეზერვისტები შეძლებენ უკრაინული ძალების წინსვლის შეჩერებას“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აშშ-ის მოწოდების მიუხედავად, თურქეთი მზად არის, დაეხმაროს რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო დიალოგის მიღწევაში - ერდოღანი

✔️ „ახლა არის მომენტი, როცა შეუქცევადი გახდა უკრაინის წარმატება მათი ქვეყნის გათავისუფლებისათვის, ისინი იბრძვიან და ათავისუფლებენ საკუთარ ტერიტორიებს“ - ზაზა გოგავა

✔️ „სასტიკი და სისხლიანი წელი იქნება“ - უკრაინელები არ გაჩერდებიან ხერსონთან და გააგრძელებენ კონტრშეტევას - NYT

✔️ პუტინსა და რუსეთის არმიას შორის განხეთქილება ღრმავდება - რუსი ოპოზიციონერი

✔️ რუსეთში მობილიზებულების ცოლებმა ხელისუფლებას ქმრების დაბრუნების მოთხოვნით მიმართეს - ISW