მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხერსონის ოლქში მარცხის შემდეგ, რუსეთი დონბასში შეტევას გააძლიერებს - ISW

დანგრეული გზა

რუსეთის შეტევითი ოპერაციები დონეცკის ოლქში უახლოეს კვირებში გაძლიერდება, რადგან იქ ჩავიდა დამატებითი მობილიზებული ჯარები, ასევე, ძალები, რომლებიც რუსებმა გაიყვანეს ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილიდან, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება. 

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების ბოლო მოხსენების თანახმად, უკრაინული ძალები ამ მხარეში მძიმე ზეწოლის ქვეშ მოექცნენ და კიევს, სავარაუდოდ, მოუწევს ჯარების განლაგება რუსეთის განახლებული შეტევითი ოპერაციებისგან დასაცავად.

ანალიტიკოსების აზრით, რუსებმა მცდელობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიაღწიონ მნიშვნელოვან  წარმატებას, თუმცა, საბოლოოდ, დიდი დანაკარგების ფასად შესაძლოა ბახმუტის ხელში ჩაგდება.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსი მობილიზებული სამხედრო მოსამსახურეები არასაკმარისად მომზადებულნი, არასაკმარისად აღჭურვილნი და ბრძოლისთვის  განწყობილი არ არიან.  მობილიზებულები იგზავნებიან ძირითადად ცალკეულ ან მცირე შენაერთებად, რათა შეცვალონ დანაყოფები, რომლებიც ცხრა თვის განმავლობაში იბრძოდნენ დასვენების გარეშე, განიცადეს დამანგრეველი დანაკარგები და თავადაც დიდწილად დემორალიზებულები არიან.

ანალიტიკოსების ცნობით, დონეცკის რეგიონში მოქმედი რუსული ძალები მოიცავს რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, მობილიზებულ სამხედროებს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს, BARS-ის (რუსული მოხალისეთა რეზერვის) ფორმირებებს, „D/LPR“ მებრძოლებს, რამზან კადიროვის ჯარისკაცებს.  

„ძალების ეს კომბინაცია, სავარაუდოდ, გარკვეულ წარმატებას მიაღწევს რიცხობრივი უპირატესობის გამო“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ანალიტიკოსების ცნობით, უკრაინა, ასევე, სავარაუდოდ, გამოიყვანს საბრძოლო ძალას დასავლეთ ხერსონიდან და გადაანაწილებს მას სხვა რაიონებში, როგორც თავდაცვითი, ასევე, კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, გააძლიერებენ კონტროლს დასავლეთ სანაპიროზე, დატოვებენ საკმარის ძალებს იქ, რათა შეაჩერონ რუსების ნებისმიერი მცდელობა მდინარის გადაკვეთაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აშშ-ის მოწოდების მიუხედავად, თურქეთი მზად არის, დაეხმაროს რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო დიალოგის მიღწევაში - ერდოღანი

✔️ „ახლა არის მომენტი, როცა შეუქცევადი გახდა უკრაინის წარმატება მათი ქვეყნის გათავისუფლებისათვის, ისინი იბრძვიან და ათავისუფლებენ საკუთარ ტერიტორიებს“ - ზაზა გოგავა

✔️ „სასტიკი და სისხლიანი წელი იქნება“ - უკრაინელები არ გაჩერდებიან ხერსონთან და გააგრძელებენ კონტრშეტევას - NYT

✔️ პუტინსა და რუსეთის არმიას შორის განხეთქილება ღრმავდება - რუსი ოპოზიციონერი

✔️ რუსეთში მობილიზებულების ცოლებმა ხელისუფლებას ქმრების დაბრუნების მოთხოვნით მიმართეს - ISW