მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყირიმში განლაგებული რუსული ბრიგადა ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს

ყირიმის ბრიგადა

რუსეთის 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადა, რომელიც ოკუპირებულ ყირიმშია განლაგებული, ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ, ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია თავდაცვის სტრატეგიების ცენტრი ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმში საზღვაო ქვეითები, რომელთა გაგზავნასაც რუსეთი ოდესის რეგიონში დესანტისთვის გეგმავდა, დემორალიზებულები არიან. 

„უკრაინის მოტივირებული და პროფესიონალი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში მონაწილეობის რისკების გაცნობიერებამ, ადგილობრივი მოსახლეობის ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია კრემლის უიმედო კამპანიაში მათი წარმომადგენლების მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამიტომ, 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადა (მუდმივი განლაგების ადგილი არის ყირიმი) კატეგორიულ უარს ამბობს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე, ხოლო მოსახლეობა უარს ამბობს მობილიზებაზე. მოსალოდნელია, რომ ეს განწყობები გავრცელდება ყირიმში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ყველა ჯარსა და მოქალაქეზე“, - აცხადებენ სამოქალაქო ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

 📣 „ეს არის გზა ქვეყნის დეგრადაციისა და გაღატაკებისკენ“ - მოსკოველმა დეპუტატებმა პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდეს

📣 უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზოგიერთ საზღვრისპირა რეგიონში რუსებს უკან დახევა აიძულეს

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

📣 „სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთი უკრაინაში არჩევნებს არ ჩაატარებს“ - პესკოვი