მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზოგიერთ საზღვრისპირა რეგიონში რუსებს უკან დახევა აიძულეს

ომი უკრაინაში

უკრაინელმა ჯარისკაცებმა საზღვართან მდებარე ზოგიერთ რეგიონში რუსებს უკან დახევა აიძულეს და დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა წაართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების  93-ე ბრიგადა „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს. 

93-ე ბრიგადის განცხადებით, მათ რუსი ჯარისკაცების კოლონების გარღვევა და მათი სამხედრო ტექნიკის განადგურება მოახერხეს. 

„დავიწყოთ დილა კარგი ამბებით. 93-ე ბრიგადის ქვედანაყოფმა ცალკეულ უბნებზე მტერს უკან დახევა აიძულა. ასევე გაარღვია მტრის კოლონები და რუსებს უამრავი ტექნიკა წაართვა. დეტალებს და ფოტოებს თვალყური ადევნეთ“, - წერია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

📣 „ეს არის გზა ქვეყნის დეგრადაციისა და გაღატაკებისკენ“ - მოსკოველმა დეპუტატებმა პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდეს

📣 ოკუპანტებმა შესაძლოა, სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდება სცადონ - ანტონ გერაშენკო

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

📣 „სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთი უკრაინაში არჩევნებს არ ჩაატარებს“ - პესკოვი