მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთი უკრაინაში არჩევნებს არ ჩაატარებს“ - პესკოვი

პესკოვი უკრაინაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი სამხედრო ოპერაციის შემდეგ არ აპირებს უკრაინაში „არჩევნების ორგანიზებას“, ან საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია სამხედრო ოპერაციის შემდეგ უკრაინაში არჩევნებს არ ჩაატარებს. მან, ეს თემა ჟურნალისტების შეკითხვების შემდეგ წამოჭრა.

„თქვენ ამ კითხვით კრემლს მიმართავთ - კრემლს არაფერი აქვს საერთო უკრაინის არჩევნებთან“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მეზობელ ქვეყანაში არჩევნებში.

„არა, კრემლი ვერ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის არჩევნებში. ეს სხვა ქვეყანაა“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

📣 „დადგა დრო, ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დავაბრუნოთ“ - სერგეი ლავროვი

📣 პუტინმა სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

📣 უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე - ანჟეი დუდა

📣 კიევის დაცემის შემთხვევაში ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება, შესაძლოა მანამდეც - კახა გოგოლაშვილი

📣 უკრაინა არ აპირებს კრემლის ულტიმატუმების განხორციელებას - დმიტრო კულება

📣 „დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და მოკავშირეები“ - პენტაგონი პუტინის მუქარას პასუხობს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ