მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლი იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად დასახელებას გეგმავს - მედია

ურაინის ყოფილი პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი

„უკრაინიდან გაქცეული ექსპრეზიდენტი  ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში იმყოფება და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, რუსეთი ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინის პრეზიდენტად გამოცხადებას გეგმავს.

„მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი შესაძლოა ამზადებს საინფორმაციო ოპერაციას ან მოქმედებას ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დასაბრუნებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე. ევრომაიდნის მოვლენების დროს ის რუსეთში გაიქცა. 

ამავე თემაზე: 

📣 „ეს არის გზა ქვეყნის დეგრადაციისა და გაღატაკებისკენ“ - მოსკოველმა დეპუტატებმა პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდეს

📣 უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზოგიერთ საზღვრისპირა რეგიონში რუსებს უკან დახევა აიძულეს

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

📣 „სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთი უკრაინაში არჩევნებს არ ჩაატარებს“ - პესკოვი