მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლი უკრაინელი „ნაცისტებისგან გათავისუფლებული“ ტერიტორიების აღდგენის შტაბს ქმნის - რუსული მხარე

ომი

კრემლი დონბასში უკრაინელი „ნაცისტებისგან“ გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენის შტაბს ქმნის. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულინზე დაყრდნობით წერს. 

რუსეთის ვიცეპრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურა, რომელიც კონფლიქტის დროს დაზიანდა, აღდგება და სამუშაოები ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში წარიმართება. 

„ჩვენ შევქმენით სპეციალური შტაბი, რომელშიც შედის ყველა დაინტერესებული ორგანო“, - განაცხადა ხუსნულინმა და დასძინა, რომ ტერიტორიების აღდგენის ამოცანების დასახვის გრაფიკი „ცოცხალი“ ხასიათისაა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ შტაბის გეგმებში შედის ყველა გზის აღდგენა და საცხოვრებელი სახლების აშენება. 

„მომზადებულია მთელი რიგი ღონისძიებები ფინანსური სისტემის უფრო სწრაფად ამოქმედებისთვის. ასევე, ბევრი საკითხია გადასაწყვეტი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სფეროში“, - აცხადებს ხუსულინი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდასაჭერად 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის კანონპროექტი მიიღო

👉 „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება დასასრულს უახლოვდება“ - სერგეი შოიგუ

👉 დანაკარგების გამო რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შშმ პირთა მობილიზებას ახდენენ - უკრაინის უშიშროების სამსახური