მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდასაჭერად 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის კანონპროექტი მიიღო

ამერიკელი სენატორები

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. 

დოკუმენტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 11 იყო.

კანონპროექტი ითვალისწინებს 2022 წელს აშშ-ის ბიუჯეტიდან 40.1 მილიარდი დოლარის გამოყოფას „უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ზომების მისაღებად“. დაფინანსება მოხდება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, პენტაგონის, ბირთვული მარეგულირებელი კომისიის, ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისგან.

კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს თანხების გამოყოფას იარაღისა და აღჭურვილობისთვის, უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისთვის, ატომური ენერგიის დარეგულირებისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, გადაუდებელი სასურსათო დახმარებისთვის. გარდა ამისა, დაფინანსება გამოიყოფა ომის დანაშაულების გამოძიებისთვის. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინის სიძე ქართული ფესვებით - ვინ არის იგორ ზელენსკი?

👉 „ასოები Z და V არ არის ოფიციალური სამხედრო სიმბოლოები რუსეთში და არ ატარებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ - ევგენი სტუპინი

👉 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახალხო დეპუტატის ძმა დააკავა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში დივერსიას და აფეთქებას გეგმავდა

👉 „რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს“ - ანდრეი რუდენკო

👉 ავსტრალია უკრაინას 30-ზე მეტ ჯავშანტრანსპორტიორს უგზავნის - ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი