მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლმა ზელენსკის მოსაკლავად კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული ჯარისკაცი გაგზავნა

ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოცემა The Times წერს, რომ კრემლის სახელით კიევში 400-ზე მეტი რუსი დაქირავებული ჯარისკაცი მოქმედებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მათ რუსეთი „მყარ ფინანსურ პრემიას“ დაჰპირდა.

დაქირავებულებს ევალებათ პრეზიდენტი ზელენსკისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების მოკვლა და საფუძვლის მომზადება მოსკოვისთვის კონტროლის დასამყარებლად.

ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მოქმედებს, როგორც სახელმწიფოს ფილიალი, ხუთი კვირის წინ აფრიკიდან დაქირავებული ჯარისკაცებით გაფრინდა მისიით, მშვენიერი ფინანსური პრემიის სანაცვლოდ.

ინფორმაცია „ვაგნერიტების“ მისიის შესახებ შაბათს დილით უკრაინის მთავრობის მაგიდაზე მოხვდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი კიევმა 36-საათიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა, რათა ქალაქი რუსი დივერსანტებისგან გაეწმინდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გააფრთხილა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ ქუჩაში გამოჩენის შემთხვევაში ისინი დივერსანტებად ჩაითვლებოდნენ და ლიკვიდაციის რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📣 „გუშინ იყო ნამდვილი შემობრუნება, ომი ევროპული გახდა“ - ალექსი რეზნიკოვი📣

📣 „დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და მოკავშირეები“ - პენტაგონი პუტინის მუქარას პასუხობს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ

📣 რუსეთისთვის ევროპის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, ლავროვი ჟენევაში ვერ მიფრინავს

📣 რუსებმა ქალაქ ირპენის აღება სცადეს - უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს

📣 „უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

📣 „ვშიშობ, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება“ - ჯოზეფ ბორელი

📣 ბელარუსში უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს