მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დარწმუნებული ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და მოკავშირეები“ - პენტაგონი პუტინის მუქარას პასუხობს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ

პენტაგონი

აშშ-ის ოფიციალურ პირებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვული შეკავების ძალები მაღალ მზადყოფნაში მოაქცია,  განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ ამ ანგარიშების სისწორეში. ეს არის პუტინის გადადგმული არასაჭირო ნაბიჯი, რადგან რუსეთი არასდროს ყოფილა ნატოს და რა თქმა უნდა, უკრაინის საფრთხის ქვეშ,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

როგორც აშშ-ის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ ძალებში და შეუძლიათ საკუთარი თავისა და მოკავშირეების დაცვა.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს შესაძლებლობებში, დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი მოკავშირეები, ჩვენი პარტნიორები, და ეს მოიცავს სტრატეგიული შეკავების სფეროს“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა რუსული შემაკავებელი ძალების საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანის ბრძანება გასცა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📣 „ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინაში აკრძალულ ზონაში ფრენის უზრუნველყოფა, ეს გამოიწვევს პირდაპირ შეჯახებას რუსეთთან“ - ბორის ჯონსონი

📣 რუსმა სამხედროებმა გემზე ბუნტი მოაწყვეს

📣 „დადგა დრო, ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დავაბრუნოთ“ - სერგეი ლავროვი

📣 პუტინმა სანქციებზე რეაგირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

📣 „სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთი უკრაინაში არჩევნებს არ ჩაატარებს“ - პესკოვი

📣 უკრაინაში თვითმფრინავებს არ ვაგზავნით, ნატო არ არის ამ კონფლიქტის მხარე - ანჟეი დუდა

📣 კიევის დაცემის შემთხვევაში ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება, შესაძლოა მანამდეც - კახა გოგოლაშვილი

📣 უკრაინა არ აპირებს კრემლის ულტიმატუმების განხორციელებას - დმიტრო კულება