მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთისთვის ევროპის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, ლავროვი ჟენევაში ვერ მიფრინავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ გაერო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ჟენევაში განიარაღების კონფერენციაში [მუდმივმოქმედი საერთაშორისო ორგანო გამალებული შეიარაღების შეზღუდვის საკითხებზე მოლაპარაკებისა და შეთანხმებების შემუშავებისთვის] მონაწილეობის მისაღებად ჩასვლას „ვერ უზრუნველყოფს“.

„ევროპულმა ქვეყნებმა დაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, ამიტომ მინისტრი ლავროვი ვერ მიიღებს მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციაში, გაერო ვერ უზრუნველყოფს ლავროვის ჩასვლას ჟენევაში. ასეთ კრიტიკულ მომენტში გაერო ვალდებულია, უზრუნველყოს მინისტრ ლავროვის მონაწილეობა ჟენევის შტაბ-ბინაში დაგეგმილ ღონისძიებებში“, - განაცხადა ზახაროვამ. 

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საჰაერო სივრცეს ყველა რუსული თვითმფრინავისთვის, მათ შორის კერძო თვითმფრინავებისთვისაც, ხურავს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

კრემლმა ზელენსკის მოსაკლავად კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული ჯარისკაცი გაგზავნა

📣 „გუშინ იყო ნამდვილი შემობრუნება, ომი ევროპული გახდა“ - ალექსი რეზნიკოვი

📣 რუსეთმა წამმზომი ჩართო - უკრაინას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა, ადგილობრივი დროით, 15:00 საათამდე აქვს

📣 15 ტანკი, 25 ჯავშანტრანსპორტიორი და ადამიანებით სავსე 15 ურალი - ოკუპანტები კიევისკენ დაიძრნენ

📣 კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება - ალექსანდრე ლუკაშენკო

📣 უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სატანკო ბატალიონის მეთაური დაატყვევეს - უახლესი ინფორმაცია

📣 „უფალმა დაიცვას რუსული მიწა, რომელშიც შედის რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ტომები“ - რუსეთის პატრიარქი