მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლს უარი არ უთქვამს უკრაინაში მის მიზნებზე, უბრალოდ ნაწილობრივ ფარავს მას - ISW

ვლადიმერ პუტინი

კრემლს უარი არ უთქვამს უკრაინაზე კონტროლის აღდგენის მაქსიმალურ მიზნებზე, არამედ ნაწილობრივ ფარავს რუსეთის მიზნებს, რათა შეცდომაში შეიყვანოს დასავლეთის ქვეყნები და აიძულოს უკრაინა, მოითხოვოს მშვიდობა. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკულ ინსტიტუტი (ISW) წერს.

რუსეთის პრეზიდენტის „მარჯვენა ხელმა“, დმიტრი პესკოვმა 21 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლა არ არის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზანი და აღნიშნა, რომ პუტინმა „ამის შესახებ უკვე ისაუბრა“.

26 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ „დაკარგა სუვერენიტეტი და მთლიანად მოექცა ნატოს კონტროლის ქვეშ“. 27 ოქტომბერს კი, ვალდაის სადისკუსიო კლუბში გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ უარყო უკრაინის სუვერენიტეტი და აღნიშნა, რომ რუსეთმა „უკრაინა შექმნა“ და რომ „უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი რეალური გარანტია“ მხოლოდ რუსეთის ფედერაცია შეიძლება იყოს.

ISW ასევე წერს, რომ პუტინი მუდმივად ინარჩუნებს თავის აზრს, რომ უკრაინა „ნაცისტური“ სახელმწიფოა, რომლის „დენაციფიკაცია“ უნდა განხორციელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ნიკოლ ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი თქვა

👉 „მსოფლიო არ უნდა იყოს ერთი საერთაშორისო ტერორისტის მძევალი“ - ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, რუსეთს ხმის უფლება ჩამოართვას

👉 აშშ არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ ის განაგრძობს პოზიციების დაკარგვას ბრძოლის ველზე - Politico

👉 ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკეა - ჯოზეფ ბორელი რუსეთზე