მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსოფლიო არ უნდა იყოს ერთი საერთაშორისო ტერორისტის მძევალი“ - ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, რუსეთს ხმის უფლება ჩამოართვას

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არ უნდა მონაწილეობდეს გაეროს არცერთ კენჭისყრაში. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოში ერთი ადგილი ჯერ კიდევ დაკავებულია.

როგორც მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გაეროში სამართლიანობის აღდგენა აუცილებელია, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია უშიშროების საბჭოს მუშაობას თავად აფერხებს.

„საბოლოოდ, სამართლიანობა თავად გაეროს სტრუქტურებში უნდა აღდგეს: ტერორისტულმა სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა მის აგრესიაზე, მის ტერორზე კენჭისყრაში. ეს არის ჩიხი, როცა ის იყო ომის გამომწვევი, როცა ის, ვინც პასუხისმგებელია ტერორზე ბლოკავს გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერ მცდელობას, შეასრულოს თავისი მანდატი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე დასძინა, რომ „სისულელეა“ ვეტოს უფლება რომ აქვს მას, ვინც „კრიმინალურ ომს ატარებს“.

„ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ მსოფლიო ამ ჩიხიდან. ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. მსოფლიო არ უნდა იყოს ერთი საერთაშორისო ტერორისტის მძევალი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ნიკოლ ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი თქვა

👉 კრემლს უარი არ უთქვამს უკრაინაში მის მიზნებზე, უბრალოდ ნაწილობრივ ფარავს მას - ISW

👉 აშშ არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ ის განაგრძობს პოზიციების დაკარგვას ბრძოლის ველზე - Politico

👉 ზამთარში მილიონობით ადამიანის ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვება სისასტიკეა - ჯოზეფ ბორელი რუსეთზე