მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა, ვინც უკრაინას იარაღით ეხმარება, ომის დამნაშავეა - ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ყველა ქვეყანა, რომელიც უკრაინას იარაღით ეხმარება კრიმინალი და ომის დამნაშავეა.  

ვოლოდინის მტკიცებით, ისინი მსოფლიოს კატასტროფამდე უბიძგებენ. 

„ევროპის არაერთი სახელმწიფოს ლიდერებს, გერმანიის მეთაურობით, შეუძლიათ თავიანთი ხალხის ჩათრევა დიდ პრობლემებში. უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით ისინი კონფლიქტის მონაწილე მხარეს ხდებიან. ისინი დუმდნენ, როდესაც ზუსტად 8 წლის წინ „ნაცისტებმა“ ოდესაში ცოცხლად დაწვეს მშვიდობიანი მოსახლეობა, არაფერი გააკეთეს დონბასელების დასაცავად. ახლა კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში სლავები დაიღუპონ. 

მათ დაიწყეს მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის დავიწყება. მოკლე ისტორიულ მეხსიერებას შეიძლება დიდი პრობლემები მოჰყვეს. თავიანთი ქმედებებით სამყაროს კატასტროფისკენ უბიძგებენ. ყველა სახელმწიფოს მეთაურმა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება იარაღის მიწოდების შესახებ, ომის დამნაშავეები არიან და ამისთვის მათ პასუხი უნდა აგონ“, - აცხადებს ვოლოდინი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

პუტინს ილუზია ჰქონდა, რომ რუსეთი ყოვლის შემძლეა... ეს სასაცილოა - ჩეხეთის პრეზიდენტი

⭕ სომხეთში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

⭕ გერასიმოვი იზიუმში იმყოფებოდა, მაგრამ მისი დაჭრის მტკიცებულება არ არსებობს - უკრაინის შსს

⭕ რუსული არმია სევეროდონეცკსა და სლავიანსკზე თავდასხმისთვის ემზადება

⭕ საჰაერო თავდაცვის ნაწილმა მტრის უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“ გაანადგურა