მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაზე ცუდ სიზმარშიც შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ უკრაინაში ნაციზმი კვლავ ასწევდა თავს“ - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელორუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „სასწაულებით გადარჩენილ“ უკრაინაში „ნაციზმმა კვლავ ასწია თავი“.

„ნაცისტების მიმდევრები შურისძიების იდეით არიან შეპყრობილნი. მაგრამ ისინი მზად არ არიან, ღიად ებრძოლონ საბჭოთა ხალხის მემკვიდრეებს. როგორც ჩანს, მათ კარგად ისწავლეს გაკვეთილები.

ამიტომ უკრაინას ამარაგებენ იარაღით, ებრძვიან მემორიალებს, სიმბოლოებს, ვეტერანებს, საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებს და მათ ოჯახებსაც კი.

ყველაზე ცუდ სიზმარშიც შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ იქ, ამ ჩვენთვის ძმურ ქვეყანაში, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ფაშისტური დამპყრობლების ჩექმას, ნაციზმი კვლავ ასწევდა თავს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ 🎥 რუსეთის ელჩს პოლონეთში ფაშისტი ეძახეს და წითელი საღებავი შეასხეს

✔️ ყველაფერს, რაც ადამიანებმა ომის შედეგად დაკარგეს, დამპყრობლის ხარჯზე დავიბრუნებთ - უკრაინის პრემიერი

✔️ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა

✔️ „რუსეთის ფედერაციის მტკივნეული იმპერიული ამბიციები“ - პოდოლიაკი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა

✔️ 🎥 მარიუპოლში ოკუპანტებმა „აღლუმი“ ჩაატარეს - ისინი ტელევიზიებისთვის სურათის შექმნას ცდილობენ