მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუგანსკის ადმინისტრაცია: რუსმა ორკებმა საყვარელი საქმე ჩაიდინეს და მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი

ლუგანსკი, უკრაინა

რუბეჟნოეში რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, სევეროდონეცკში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს, ლისიჩანსკში კი დიდი ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი აცხადებს.

მისი თქმით, „რუსმა ორკებმა“, 9 აპრილს, დილით მშვიდობიანი ქალაქების საცხოვრებელ ადგილებს თავს დაესხნენ.

„დილით, ორკებმა თავიანთი საყვარელი საქმე ჩაიდინეს - ისინი მშვიდობიანი ქალაქების საცხოვრებელ ადგილებს თავს ესხმოდნენ

რუბიჟნეში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. ლისიჩანსკში მაღალსართულიან შენობას, ბენზინგასამართ სადგურსა და საწარმოს ცეცხლი უკიდია. ჭურვის გამო,  ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელია. სევეროდონეცკში, ქალაქის ძველ უბანში კი, გარდაცვლილი ქალი იპოვეს“, - წერს ლუგანსკის OVA-ს ხელმძღვანელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 კიევში ბორის ჯონსონი ჩავიდა

👉 მტერი ოდესის სანაპიროს ბლოკავს - სერგეი ბრაჩუკი

👉 უკრაინაში კიდევ 2 ქართველი სამხედრო დაიღუპა - დაჭრილია 5

👉 19 100 რუსი სამხედრო, 1 895 ჯავშანმანქანა, 705 ტანკი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგის შესახებ

👉 „ორბანს სჭირდება ოფთალმოლოგი ბუჩას დასანახად“ - იაროსლავ კაჩინსკი

👉 რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადის მოძრაობა გამოიწვია