მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუგანსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა 12 დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელი სამხედროები

ლუგანსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლებისგან 12 დასახლება გაათავისუფლეს. ასევე, ფრონტის ხაზზე მდებარე რეგიონში ინიციატივა ძირითადად შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების მხარესაა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერი სერგი ჩერევატი ავრცელებს. 

„მთელი ომის განმავლობაში და უფრო ადრეც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ნარატივი იყო „დონბასის ხალხის გათავისუფლება“, მათ სურთ ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლა. ასევე, დონეცკის რაიონების დაპყრობა, შესაბამისად, თუ ისინი შევიდნენ ამ საზღვრებში, რუსები გააგრძელებდნენ ზაპოროჟიეს რეგიონის მთლიანად დაპყრობას“, - აცხადებს ჩერევატი.

ოფიცერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ოკუპანტებს, რომლებსაც დიდი ძალები ჰყავთ აღმოსავლეთ ფრონტზე, დონბასში, 4 თვეზე მეტია, ვერ ახერხებენ თავდაცვის გარღვევას ბახმუტისა და ავდიივკას რაიონებში.

„ოკუპანტი უკვე დამარცხებულია ლუგანსკის ოლქში. 12 დასახლება უკვე უკრაინის დროშის ქვეშაა და ბევრი თვალსაზრისით ინიციატივა ჩვენია“, - განაცხადა მომხსენებელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინმა აღიარა, რომ რუსების უმრავლესობა აღარ ენდობა კრემლისა და თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - ISW

👉 უკრაინაში ფსკოვის მედესანტეების ოფიცერი გაანადგურეს

👉 პრიორიტეტია თავისუფლება, მზად ვართ ვიყოთ უწყლოდ, უშუქოდ და სითბოს გარეშე, მაგრამ არ ვართ მზად, დავთმოთ თავისუფლება - დმიტრი გორდონი

👉 „ვლადიმერ პუტინმა მარცხი განიცადა, ის ან წავა ან მას გაიტანენ კრემლიდან“ - დმიტრი გორდონი

👉 რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან, წააგეს სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურად - მარკ მილი