მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე კი შენთვის ერთ გროშსაც არ გადავიხდიდი“ - ანდრეი ბილეცკი კადიროვს პასუხობს

„ნაციონალური კორპუსის“ ლიდერი ანდრეი ბილეცკი, ჩეჩნების მეთაური რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა „ბანდერას“, „აზოვის“ და „დუდაევის შაიტანთა“ ბატალიონის მეთაურების, მათ შორის „ნაციონალური კორპუსის“ ლიდერის ანდრეი ბილეცკის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესა - 500 000 დოლარი თითოეული მეთაურის თავის სანაცვლოდ. ამის შესახებ მან ტელეგრამის გვერდზე დაწერა.

👉 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)

უკრაინელმა ანდრეი ბილეცკიმ რამზან კადიროვს უპასუხა:

მან პირობა დადო, რომ რამზან კადიროვს უფასოდ მოკლავენ იმისთვის, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მისი თქმით, ეს დღე ძალიან მალე დადგება:

„რა შეიძლება ვთქვა... პირველი - როგორც მეფე ლეონიდასი ამბობდა, მოდი და აიღე, თუკი გჭირდება. და მეორე, პირადად მე შენთვის, რამზან, გროშსაც არ გადავიხდიდი. ისედაც ჩაძაღლდები, მოგკლავენ არა ფულისთვის, არამედ იმისთვის, რომ თქვენ ჩვენს მიწაზე შემოიჭერით. დაიმახსოვრე ეს და დაიჯერე, რომ შენი ცხოვრება არ იქნება ხანგრძლივი“, - ამბობს ბილიცკი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, 3 მარტს რამზან კადიროვმა „ბანდერას“, „აზოვის“ და „დუდაევის შაიტანთა“ ბატალიონის მეთაურების, მათ შორის „ნაციონალური კორპუსის“ ლიდერის ანდრეი ბილეცკის მკვლელობისთვის 500 000 დოლარიანი ჯილდო დააწესა.

„ამას ვამბობ არა როგორც ოფიციალური პირი, არამედ როგორც მოხალისე რუსეთის პატრიოტების სახელით, რომლებსაც აქვთ ფინანსური შესაძლებლობები და გამოთქვეს სურვილი გადაიხადონ 500 000 დოლარი თითოეული მეთაურის თავში.

მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას და უკრაინის უშიშროების სამსახურს: თქვენ უფრო განათლებული და წიგნიერი ხალხი ხართ, უნდა გესმოდეთ სიტუაცია და გვერდში უნდა დაუდგეთ რუსულ ქვედანაყოფებს, რათა განდევნოთ ნაცისტური ბოროტება. მაგრამ რატომღაც უფრო გეშინიათ „ბანდერასი“. ნუ შეგეშინდებათ მათი! რუსი სამხედროების გვერდით არ უნდა გეშინოდეთ.

ზელენსკიმ უნდა შეიცვალოს აზრი და გაიგოს, რომ მას არცერთი ბუნკერი არ გადაარჩენს. ის პირადად არის პასუხისმგებელი უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილზე და თავისი ხალხის მომავალზე. სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია - რუსული მხარის პირობების სრულად შესრულება“, -  დაწერა კადიროვმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 დენის კირეევის ლიკვიდაციას ანატოლი შარი ადასტურებს

🔴 „თუკი იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს“, დაკარგავს სახელმწიფოებრიობას - პუტინის მუქარა უკრაინას

🔴 ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა

🔴 პუტინმა უკრაინის ნატოში შესვლის შედეგებზე ისაუბრა

🔴 უკრაინის არმიამ ჯამში 3 მილიარდი დოლარის რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა - Forbes

🔴 „ახლა ამერიკელებმა ცოცხებით იფრინონ“ - დიმიტრი როგოზინი

🔴 „კრემინეცკის მერი მოკლული იპოვეს, უკრაინას ერთი მოღალატით ნაკლები ჰყავს“ - ანტონ გერაშჩენკო