მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა ამერიკელებმა ცოცხებით იფრინონ“ - დიმიტრი როგოზინი

როსკოსმოსი

„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის სარაკეტო ძრავებს აღარ მიაწვდის და გერმანიასთან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

❗ რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)

„ჩვენ ვწყვეტთ „ენერგომაშის“ ძრავების მიწოდებას. ეს პროცესი 1990-იანი წლებიდან ხორციელდებოდა. „რდ-180“-ს რაკეტა Atlas-5-ზე აყენებდნენ, ხოლო „რდ-181“-ს რაკეტა Antares გამოიყენებდა. ამ ხნის განმავლობაში 122 ძრავი იყო მიწოდებული. ახლა თუ სურთ, შეუძლიათ თავისი ცოცხებით იფრინონ“, - განაცხადა როგოზინმა.

როგოზინის თქმით, გერმანიამ კოსმოსური ობსერვატორიის, „სპეკტრ-5“-ის ერთ-ერთი ტელესკოპი გათიშა, რომელიც დედამიწიდან 1,5 მლნ კილომეტრში მდებარეობს.

„ეს არის სრულიად სამოქალაქო მისია, რომლის მიზანია ვარსკვლავების შესწავლა“, - ამბობს როგოზინი.

მისი თქმით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გერმანიასთან ერთობლივი ექსპერიმენტები შეწყდება.

როგოზინი აცხადებს, რომ ევროპას, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების პოლიტიზება გადაწყვიტა, საბოლოოდ არაფერი შერჩება ხელში. 

როგოზინმა, ასევე, განაცხადა, რომ საკუთარ ხელფასს 30%-ით ამცირებს, ხოლო თანამშრომლების ხელფასებს ეს არ შეეხება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტს 50%-ით შეამცირებს, რაც „სამხედრო ინდუსტრიის მოდერნიზების შესაძლებლობებს შეამცირებს“.

ამავე თემაზე:

🔴 დენის კირეევის ლიკვიდაციას ანატოლი შარი ადასტურებს

🔴 „თუკი იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს“, დაკარგავს სახელმწიფოებრიობას - პუტინის მუქარა უკრაინას

🔴 ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა

🔴 პუტინმა უკრაინის ნატოში შესვლის შედეგებზე ისაუბრა

🔴 „მე კი შენთვის ერთ გროშსაც არ გადავიხდიდი“ - ანდრეი ბილეცკი კადიროვს პასუხობს

🔴 „კრემინეცკის მერი მოკლული იპოვეს, უკრაინას ერთი მოღალატით ნაკლები ჰყავს“ - ანტონ გერაშჩენკო