მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მესმის ზელენსკის იმედგაცრუება, მაგრამ ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის ფარგლებს“ - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის კარგად ესმის, თუმცა ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის ფარგლებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება. ამის შესახებ pravda.com წერს.

„მესმის პრეზიდენტი ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება, რადგან ისინი პრეზიდენტი პუტინის დამპყრობელი ჯარების სასტიკი, უაზრო ომის მსხვერპლნი არიან. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა - გერმანია თამაშობს მთავარ როლს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთმა ომის გამო „უპრეცედენტო სანქციებით“ „მაღალი ფასი“ უნდა გადაიხადოს. სტოლტენბერგმა, ასევე, აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინულ ჯარებს 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ წვრთნიან, ეს ყველაფერი კი „უკრაინას დაეხმარა რუსული ჯარების შემოჭრის წინააღმდეგ“.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ აუცილებელია, ეს კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და არ გასცდეს უკრაინის საზღვრებს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს - აშშ-ის ოფიციალური პირები

📣 „ორით ნაკლები ქართველი“ - ირაკლი ოქრუაშვილი

📣 „რუსეთმა ამოწურა ადამიანური რესურსი და უკიდურეს ზომას მიმართავს“ - უკრაინის გენშტაბი

📣 ჩინეთი „მშვიდად“ შორდება იზოლირებულ რუსეთს - CNN

📣 რა სურს პუტინს და დაასრულებს თუ არა რუსეთი ომს?

📣  რამდენად ხარ გარკვეული რუსეთ-უკრაინის ომის პროცესებში - ქვიზი