მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, შურს ვიძიებთ, არ ვაპატიებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვას ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს საერთო საცხოვრებელზე, რომელიც მთლიანად განადგურებულია.

„სარაკეტო დარტყმა საერთო საცხოვრებელზე, შენობა მთლიანად განადგურებულია. ვადგენთ დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტ რაოდენობას. მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, რომელსაც არ აქვს არანაირი გამართლება და აჩვენებს აგრესორის უძლურებას. შურს ვიძიებთ, არ ვაპატიებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 18 აგვისტოს, დილით, რუსულმა ძალებმა ხარკოვში საცხოვრებელი შენობა დაბომბეს. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 7 და დაშავდა 16 ადამიანი, მათ შორისაა 11 წლის ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 მოსკოვი აშშ-სგან სერგეი ლავროვისთვის და რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემას მოითხოვს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად